არგო

სრულად

ზანდუკელი

სრულად

ჰერცოგი

სრულად

არგო პლატინიუმი

სრულად

ზუბრი გოლდი

სრულად

სიახლეები

ზანდუკელი

თარიღი: 26 დეკ 2014

საახალწლო აქცია ზანდუკელისგან

ზანდუკელის დეგუსტაცია

თარიღი: 30 ნოე -0001

კომპანია

,,კასტელ ჯორჯია" ერთერთი პირველი ლუდსახარშია საქართველოში. მრავალფეროვანი სახეობის ლუდები, რომელსაც კომპანია სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს,დამზადებულულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით. ლუდსახარში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, უახლესი მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. საქართველოში მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში ადგილობრივ ტექნოლოგებს, ევროპიდან (ჩეხეთი,Gგერმანია და სხვ.) მოწვეული სპეციალისტები ეხმარებიან. მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი, `კასტელ ჯორჯიას~, როგორც ბრენდს, ერთობლივი ძალებით, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე, გაცილებით სანდო და ძლიერ იმიჯს უქმნის.
გამოცდილი და პროფესიონალი გერმანელი მხარშავი უზრუნველყოფს ლუდის საუკეთესოდ დამზადებას. პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია მუდმივად მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილება, თანამედროვე ტექნიკით შეიარაღებული ქარხანა, მაღალი ხარისხის ნედლეული, პროფესიონალთა გუნდი და ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს, რომ კომპანიამ საუკეთესო პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს.
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა, ასეთი შედეგებითა და სამომავლო ხედვით, სულ მალე ამიერკავკასიაში წამყვანი პოზიციის დაკავებასა და მსოფლიო ბაზარზე დიდი წარმატების მიღწევას გეგმავს.
ლუდსახარში „კასტელ ჯორჯია": მაღალი ხარისხის პროდუქცია – რეალურ ფასად! ეს არის კომპანიის მთავარი მიზანიც და ასევე სტრატეგიაც. დასახულ მიზანს ემსახურება კომპანიაში დასაქმებული 300 თანამშრომელი, მათ შორის, მაღალკვალიფიციური გერმანელი მხარშავები, ელექტრონულ მოწყობილობათა და წარმოების უცხოელი და ადგილობრივი ინჟინრები.
კომპანია " კასტელ ჯორჯია” მაღალი ხარისხის ნედლეულით აწარმოებს განსხვავებული გემოვნური თვისებების მქონე ლუდის ნაირსახეობებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მრავალფეროვანი გემოვნების მქონე მომხმარებელს მისთვის სასურველი ლუდი რეალურ ფასად შევთავაზოთ.
1. ლუდი „გერმანული” - მზადდება უმაღლესი ხარისხის გერმანული ნედლეულით, გერმანული ლუდის დამზადების ტრადიციების დაცვით. გამოცდილი და პროფესიონალი გერმანელი ტექნოლოგი ფრენკ ლანგე უზრუნველყოფს ლუდის საუკეთესოდ დამზადებას. უმაღლესი ხარისხი და განსაკუთრებული რეცეპტურა, გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს და არომატს სძენს პროდუქტს. გერმანული ლუდების სეგმენტში კასტელის მიერ წარმოებული ლუდი გერმანული საქართველოს ბაზრის ლიდერია. მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასი მომხმარებლის განსხვავებულ გემოვნებაზეა მორგებული.
ლუდი „გერმანული ტრადიციული" გამოირჩევა კლასიკური გემოთი და დაბალი ალკოჰოლის შემცველობით, სწორედ ამიტომ ლუდი ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნო დასალევია; ხოლო „გერმანული 9" კი მაღალი ალკოჰოლოს შემცველობით ხასიათდება, რაც გამორჩეულს ხდის მას ლუდის ბაზარზე.
"ლუდი გერმანული-ხელმოწერით დადასტურებული ხარისხი".

2. ლუდს „არგო" მრავალრიცხოვანი და ერთგული მომხმარებელი ჰყავს. პროდუქტის დახასიათებისას განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრენდის ხარისხი და გამორჩეული გემო. სწორედ გამორჩეული ხარისხი აძლევს ბრენდს ამბიციური განაცხადის გაკეთების საშუალებას ,,არგო - მთავარი ქართული ბრენდი".
არგო მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და გამორჩეულ პროდუქტს სთავაზობს განსაკუთრებული გემოს მოყვარულთ. არსებული პროდუქტის სტაბილური ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, ბრენდი სწორედ განსაკუთრებული გემოს მოყვარულთათვის ახალ ლუდს ქმნის. "შავი არგო”- კომპანიამ საგანგებოდ შავი ლუდის მოყვარულთათვის შექმნა,ეს საქართველოში წარმოებული ერთადერთი მუქი ლუდია.
შავი არგო - შავი გემოს ძალა!
3. . ჩამოსასხმელი ლუდი „ჰერცოგი" შექმნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ტრადიციული გერმანული ცოცხალი ლუდის გემოს. „სახლთან ყველაზე ახლოს" და "ყოველთვის ახალი” ამ კონცეეფციის წყალობით ჩამოსასხმელი ლუდი „ჰერცოგი" ხელისაწვდომი გახდა ყველა ნამდვილი ცოცხალი ლუდის მოყვარულისთვის. ქალაქის ყველა უბანში წარმოდგენილი კასტელის ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზიები განახლებული დიზაინით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლუდის მომხმარებლებს შორის.
ჩამოსასხმელი ლუდი ჰერცოგი, სახლთან ყველაზე ახლოს!
4. ლიმონათი „ზანდუკელის" ისტორიას საფუძვლად უდევს 1914 წელს პარიზში ქართველი ემიგრამტი ნიკო ზანდუკელის მიერ საყვარელი ქალის საპატივცემულოდ შექმნილი ლიმონათის საიდუმლო რეცეპტი. სწორედ ამ სასმელის წყალობით შეძლო ზანდუკელმა თავისი რჩეულის გულის მონადირება და შემდგომ მასზე დაქორწინდა კიდეც.
გამაგრილებელი სასმელი, რომელიც გამოირჩევა ცოცხალი ხილის მრავალფეროვანი გემოთი, თავბრუდამხვევი არომატებით და ბოთლის დახვეწილი ვიზუალით ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. დღეს უკვე კომპანია კასტელი ლიმონათის ცხრა სახეობას სთავაზობს მომხმარებელს, ტრადიციული სახეობების გარდა კომპანია აწარმოებს ლიმონათს ახალი გასაოცარი გემოებით.
გემო რომელიც დროში მოგზაურობს, რეცეპტის ასწლიანი ისტორია!