არგო

სრულად

ზანდუკელი

სრულად

ჰერცოგი

სრულად

არგო პლატინიუმი

სრულად

ზუბრი გოლდი

სრულად

სიახლეები

ზანდუკელი

თარიღი: 26 დეკ 2014

საახალწლო აქცია ზანდუკელისგან

ზანდუკელის დეგუსტაცია

თარიღი: 30 ნოე -0001

ისტორია

ლუდი

ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა- ასე იწყება ლუდის ისტორია.ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.


ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.



ლიმონათი

XVII საუკუნეში ლიმონათი ეწოდებოდა სასმელს, რომელიც მომზადებული იყო ლიმონის წვენისა და ლიმონის ნაყენისგან. სწორედ აქედან წარმოიქმნა მისი სახელწოდებაც limonade რაც ლიმონიზირებულს ნიშნავს.

პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამაგრილებელი სასმელი გაზირებული სახით გამოუშვა, იყო Schwepp & Co.შემდეგში ამ კომპანიამ წყლის მარწყვისა და სხვადასხვა ხილის სიროფით დატკბობა დაიწყო. რამდენადაც ნატურალური სიროფი ძვირი იყო, მისი შეცვლა სხვადასხვაგვარი ესენციებით სცადეს. 1833 წელს გამოვიდა პირველი ლიმონათი, ლიმონის მჟავითა და ესენციით. მაშინ პირველად მოხდა ლიმონმჟავას გამოტანა ლიმონიდან და ლიმონათი მთელს მსოფლიოში ხილის გაზირებული სასმელის ლიდერად იქცა. ხოლო Lemon’s Superior Sparkling Ginger Ale უალკოჰოლო სასმელების პირველი დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა გახდა.

მალე ლიმონათმა თავის გამაგრილებელი თვისებებისა და სასიამოვნო გემოს წყალობით ფართო გავრცელება მოიპოვა.
ლიმონათის საფუძველი კუპაჟია . ყველა ინგრედიენტის ნაზავი, რომელიც ხშირად ცივი მეთოდით მზადდება, მაგრამ არსებობს ნახევრადცხელი და ცხელი მეთოდებიც. სასმელის მომზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონმჟავას და ასევე კომპოზიციას, რომელიც სხვადასხვა ესენციებისგან შედგებოდა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „სიტროს" დამზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონის მჟავას, მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ნაყენებს. ეს სასმელი ღია ყვითელი ფერისაა. გააჩნია სასიამოვნო, მაცოცხლებელი გემო და ციტრუსის ნაყოფის თავისებური არომატი.
არსებობდა ლიმონათის სხვადასხვა სახეობები. მაგალითად, „მღვრიე" ლიმონათი აშშ–სა და კანადაში, ასევე, ლიმონის წვენის, გრანულირებული შაქრის, მარილის, წიწაკის და არაგაზირებული წყლის ნაზავისგან შექმნილი ლიმონათი Nimbu Paaniპაკისტანსა და ირანში.

„შუშხუნა" ლიმონათი განსაკუთრებით პოპულარული იყო პარიზში, ასევე გაზირებულ ლიმონათსSchweppes – ანიჭებდნენ უპირატესობას დიდ ბრიტანეთი, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. შვედეთში კი ლიმონათს ეძახდნენ ნებისმიერ, არაალკოჰოლურ, გაზირებულ წყალს